
"რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებით, აფხაზეთმა მშვიდობა მოიპოვა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები მიიღო"
26/08/2020 11:18:14 კონფლიქტები
"რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებით, აფხაზეთმა მშვიდობა მოიპოვა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები მიიღო", – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
„გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების დღეს! რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება ჩვენი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მშვიდობა, მიიღო უსაფრთხოების გარანტიები, რამაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, შიდა ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე ფოკუსირება“, - აღნიშნულია დე ფაქტო პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელიც მან რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე–12 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.