Accentnews.ge
traveler.ge-ს დამფუძნებლის განცხადებით, ავტოკატასტროფამდე მას გიდმა დაუდასტურა, რომ „ყველაფერი რიგზე იყო“

traveler.ge-ს დამფუძნებლის განცხადებით, ავტოკატასტროფამდე მას გიდმა დაუდასტურა, რომ „ყველაფერი რიგზე იყო“

26/08/2020 17:05:16 სამართალი

ტურისტული კომპანია traveler.ge-ს დამფუძნებლის შალვა ბოლოთაშვილის განცხადებით, ის ტრაგედიამდე გიდს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ „ყველაფერი რიგზე იყო“ და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ.

ინფორმაციისთვის: სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ უზრუნველყო ტური შატილში.

„4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ნამდვილად ფიქსირდება ჩემი ტელეფონიდან დანარეკი. შესაბამისად, თავადაც ადასტურებენ საგამოძიებო უწყებები, რომ ვესაუბრე. მან დაადასტურა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მანამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ეს დადასტურებული ფაქტია“,-განაცხადა ბოლოთაშვილმა საგურამოს პოლიციაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც იკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაღუპულებს შორის არიან გიდი და მძღოლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S