Accentnews.ge
თეთრიწყაროში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

თეთრიწყაროში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

27/08/2020 06:09:44 სამართალი, რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული ნ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ნ.მ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული - თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. აღნიშნული მიკროავტობუსის და ნ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით „ჰეროინის“ შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს–ს ინფორმაციაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S