Accentnews.ge
ვაშაძემ შსს–ში ჩანაწერი წარადგინა: „პოლიცია ახალგაზრდებს „აკაჩავებს“

ვაშაძემ შსს–ში ჩანაწერი წარადგინა: „პოლიცია ახალგაზრდებს „აკაჩავებს“

27/08/2020 07:06:35 სამართალი

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკი წარადგინა, რომელზეც მისი განცხადებით, კონკრეტულია დანაშაულია ასახული. კერძოდ, ჩანს "როგორ "აკაჩავებს" საპატრულო პოლიციის წევრი "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტს, რომელიც ქალაქში პლაკატებს აკრავს.

"ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური ვითარებაა – ყოველდღე უმძიმესი დანაშაული ხდება: მკვლელობა, დაჭრა, ყაჩაღობა, ქურდობა. ამ ყველაფერს პოლიცია არ იძიებს! მკვლელები თავისუფლად დადიან და ამის პარალელურად, სამი ღამის განმავლობაში ჩვენს ახალგაზრდა მოხალისეებს საპატრულო პოლიციის ათობით ეკიპაჟი დასდევს მთელი თბილისის მასშტაბით. უკანონოდ აჩერებენ, "აკაჩავებენ", ეუბნებიან, რომ ძებნილები არიან, საბანკო სესხები აქვთ და ამ სესხების ამოღებას სთხოვენ. დისკი მაქვს, რომელსაც დღეს ვუგზავნი შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს. ამ დისკზე არის დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა, სადაც გადაღებულია, როგორ "აკაჩავებს" პოლიციელი ჩვენს აქტივისტს, რომელიც ქალაქში პლაკატებს აკრავს, ჩანს, როგორ ეუბნება, რომ „ძებნილია თურმე“, მერე კი უარყოფს. ჩანს როგორ ემუქრება მანქანაში შეთრევით, როგორ აწვდის ტელეფონს და ის პიროვნება ტელეფონიდან „აკაჩევებს" ჩვენს მოხალისეს. ვეუბნები გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს, თქვე მხდალებო და მშიშრებო, თქვენი არავის ეშინია! პოლიციის ზურგს უკან იმალებით?! ლაჩრები ხართ, როდესაც ახალგაზრდებს უქსევთ პოლიციას და არ ებრძვით კრიმინალს. ამ ვიდეო-ჩანაწერს მსოფლიო ნახავს და ამაზე პირადად გახარია და გომელაურო, აგებთ პასუხს. არ გაბედოთ მსგავსი ქმედება", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S