Accentnews.ge
აფხაზური ეკლესია ინაშვილის ნაჩუქარ ხატზე უარს ამბობს

აფხაზური ეკლესია ინაშვილის ნაჩუქარ ხატზე უარს ამბობს

27/08/2020 07:32:11 კონფლიქტები

“აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესია” უარს ამბობს ხატის მიღებაზე, რომელიც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ილორის ტაძარს რამდენიმე დღის წინ გადასცა.

“აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს ქართველი დეპუტატების მიერ, აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით ილორის ტაძრისთვის ქართული ეკლესიისგან ნაჩუქარ ხატს და უკან უბრუნებს მას ქართულ ეკლესიას.

აღნიშნული მისია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე შედგა. მსგავსი აქციები დაუშვებელია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებამდე”,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორ და რა ვითარებაში აპირებს აფხაზური ეკლესია ხატის დაბრუნებას, ამასთან დაკავშირებით, განცხადებაში საუბარი არ არის.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტის გამო დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა.

ასლან ბჟანიას მრჩევლის, პარტია „სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის ლაშა საკანიასა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. თავდაპირველად საკანიამ ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაცია უარყო, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ “ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S