თბილისში, საცხოვრებელი კორპუსში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა
27/08/2020 10:32:06 სამართალი
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელი კორპუსში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ის მოქალაქეს სიკვდილით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა მოახერხეს მამაკაცის აყვანა. ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებისა და მუქარით მუხლებით მიმდინარეობს.


