
წყალტუბოში 140 დევნილი ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს
27/08/2020 12:49:15 კონფლიქტები, რეკლამა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 140 დევნილ ოჯახს გადასცემს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.
მათივე ინფორმაციით, დღეს, ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
140 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს.