
"საქართველოში დევნილი პოლიტიკოსები არ უნდა არსებობდნენ"
27/08/2020 15:00:07 საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" და მე ვიტყოდი, საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ერთი და იგივე სცენარი, ეს ამბავი, რომ ერთი იძახის - დავბრუნდები და მეორე იძახის, ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებენ, უნდა დასრულდეს", - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე მმართველი გუნდის შეფასებებს.
ბოკერიას თქმით, ქვეყანა ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეს:
"საქართველოში დევნილი პოლიტიკოსები არ უნდა არსებობდნენ. ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანა, ჩვენ გვჭირდება გადასახადების შემცირება და მეტი ფული რომ დარჩეს ხალხს, ვინც შრომობს".