
ბოლო 24 საათში Covid-19-ით ოკუპირებულ აფხაზეთში 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე დანარჩენ საქართველოში
27/08/2020 15:49:56 კონფლიქტები, საზოგადოება
ბოლო 24 საათში Covid-19-ით ოკუპირებულ აფხაზეთში 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
ე.წ. ოპერატიულ შტაბის მონაცემებით, დღე–ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში დაავადება 21 პირს დაუდასტურდა. დანარჩენ საქართველოში კი ბოლო 24 საათში Covid-19–ით ინფიცირების 11 შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 19 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.