Accentnews.ge
"მიუხედავად მათი არასწორი ნაბიჯებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად კოალიციაში მაინც ვხედავ"

"მიუხედავად მათი არასწორი ნაბიჯებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად კოალიციაში მაინც ვხედავ"

27/08/2020 18:00:14 საშინაო პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს.

"მე მაინც გეუბნებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვხედავ ჩვენთან ერთად კოალიციაში, მიუხედავად მათი არასწორი ნაბიჯებისა“, – განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია "პირველის"ეთერში.

კითხვაზე, ხედავს თუ არა საკუთარ თავს „ოცნებასთან“ კოალიციაში, ვაშაძემ შემდეგი განაცხადა: „ვერცერთ შემთხვევაში".

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატი საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირა. ვაშაძე ახადებს, რომ ენმ-მ შეთანხმება დაარღვია.

27 ივლისს ვაშაძემ თაკო ჩარკვიანთან ერთად დატოვა ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" და ახალი პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" შექმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S