Accentnews.ge
უგულავა –  ოპოზიციას: "ნუ ვიზამთ ისე, რომ "ოცნება" დაგვავიწყდეს და ერთმანეთს შევასკდეთ შუბლებით"

უგულავა –  ოპოზიციას: "ნუ ვიზამთ ისე, რომ "ოცნება" დაგვავიწყდეს და ერთმანეთს შევასკდეთ შუბლებით"

27/08/2020 18:13:30 საშინაო პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ბოლო რამდენიმე დღეა ერთმანეთთან კონკურენციაზე საუბრობს და "ქართული ოცნება" ყველას დაავიწყდა.

"რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ ამაზე, აღარავის აღარ ახსოვს ქართული ოცნების კანდიდატი, იმიტომ, რომ ყველანი ვხედავთ, ამჯერად ხატია დააყენეს გიორგი ვაშაძის და არა ქართული ოცნების კანდიდატის კონკურენტად. ნუ ვიზამთ, მეგობრებო, ისე, რომ საერთოდ დაგვავიწყდეს ქართული ოცნება და ერთმანეთს შევასკდეთ შუბლებით, არ არის ეს საზოგადოების დაკვეთა", - განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

მისი თქმით, "ევროპული საქართველო" ისნის მაჟორიტარულ ოლქში მხარს გიორგი ვაშაძეს დაუჭერს.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატი საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირა. ვაშაძე ახადებს, რომ ენმ-მ შეთანხმება დაარღვია.

27 ივლისს ვაშაძემ თაკო ჩარკვიანთან ერთად დატოვა ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" და ახალი პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" შექმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S