Accentnews.ge
"ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან, მინდა, მათ ვუთხრა, ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც"

"ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან, მინდა, მათ ვუთხრა, ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც"

27/08/2020 19:25:35 საშინაო პოლიტიკა

"ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა, მათ ვუთხრა, ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც", – ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ბევრი სევდიანი კომენტარი იყო საქართველოს შესხებ ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი უბრალოდ დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა, მათ ვუთხრა: თავი ზემოთ! ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც! ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც! ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ჩემთვის ეს ერთი ბრძოლაა. და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას "დაშვებული შეცდომების" გამო ბოდიშს მოუხადა და განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S