Accentnews.ge
მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს

მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს

28/08/2020 07:43:11 სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გლდანში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე ხანძარი გაჩნდა. მათი ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ბინიდან 3 ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება. ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S