მოკლული ქალის ოჯახი შიშობს, რომ სურთ, მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი აარიდონ
28/08/2020 08:47:00 სამართალი
სურამში მოკლული ქალის ოჯახი შიშობს, რომ სურთ, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს სასჯელი აარიდონ შეურაცხადად გამოცხადების გზით. შეურაცხადობის პირობებში პირი საპატიმროს ნაცვლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსდება.
ოჯახი ირწმუნება, რომ ბრალდებულს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე მფარველობს.
ზვიადაძემ დაადასტურა, რომ ბრალდებული მისი ნათლულია და მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან, თუმცა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, ვინმე შეეცადოს ბრალდებულს პასუხიმგებლობა აარიდოს.
"დაუშვებელია, რომელიმე პიროვნება ცდილობდეს იმას, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობა აარიდოს თავიდან. ერთადერთი სწორი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ გამოძიების მსვლელობაში არ შეიძლება ვინმე ჩაერიოს, გამოძიება უნდა წარიმართოს ობიექტურად", - ამბობს სასულიერო პირი.
ცნობისთვის: გამოძიების ვერსიით ქმარმა მეუღლე მძინარე მდგომარეობაში იარაღით მოკლა.


