Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ–ერთი მოზარდის სახლში სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ–ერთი მოზარდის სახლში სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

28/08/2020 09:01:32 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ–ერთი მოზარდის – ზ.ხ.ს სახლში სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოზარდის მამამ თამაზ ხომაზურიძემ აცნობა და აღმოჩენილი აპარატურაც წარუდგინა.

როგორც ხომაზურიძე განმარტავს, მისი შვილის საქმეზე აქტიურობის შემდეგ მეგობარმა, რომელიც ყოფილი ძალოვანია, ურჩია საცხოვრებლის დათვალიერება და მან სპეციალური მოწყობილობით საძინებელში, დენის წყაროში მოსასმენი საშუალებები აღმოაჩინა.

„ორი–სამი დღის წინ ჩხრეკა ჩატარდა. მოწმეების დასწრების შესაძლებლობა არ მომცეს. რაც შეიძლებოდა, მაშინ ყველაფერი დაარღვიეს“,– გამოთქვამს მოწყობილების შესაძლო დამმონტაჟებლებთან დაკავშირებით საკუთარ ვარაუდს ხომასურიძე.

ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება. ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S