Accentnews.ge
"სითი მედიქალის" პერსონალს პაციენტის ცემაში ადანაშაულებენ

"სითი მედიქალის" პერსონალს პაციენტის ცემაში ადანაშაულებენ

31/08/2020 05:22:02 სამართალი

თბილისში კლინიკა სითი მედიქალის პერსონალს პაციენტის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც პაციენტის ნათესავები ამტკიცებენ, 77 წლის ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

ხარაბაძე აცხადებს, რომ პაციენტს ჩალურჯებები აქვს და ნათითურები ეტყობა.

"ჩალურჯებები დავაფიქსირეთ. პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ვუსვამთ ხაზს. ნათითურები კარგადაა დაფიქსირებული. ტელეფონი დამტვრეულია, ჩვენი ვარაუდით, ცდილობდა, ჩვენთან დაერეკა. მთელი ღამე გამოურთეს ტელეფონი და შუადღისთვის მისცეს", - აცხადებს პაციენტის ოჯახის ახლობელი რუსუდან ხარაბაძე.

ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კლინიკის დირექტორი ნიკა მენთეშაშვილი.

"პაციენტის პატრონებს გაუჩნდათ პრეტენზია, რომ ვითომ, აქ რეანიმაციაში მოხდა ე.წ. პაციენტის ცემა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. კამერებიდან სრულად აიღეს ჩანაწერები, წაიღებენ და ნახავენ. მე ვუყურე ჩანაწერებს და იქ ვერაფერი დავინახე. პოლიცია პაციენტსაც გაესაუბრა", - აღნიშნა მენთეშაშვილმა.

კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსის კობა ბალიაშვილის თქმით, პაციენტს მცირე სისხლჩაქცევები აქვს და ეს შეიძლება ვენის კათეტერიზაციით იყოს გამოწვეული.

გამომძიებლებმა კლინიკიდან უკვე ამოიღეს კამერის ჩანაწერები.

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S