ბაჩალიაშვილის მამა: "მეხსიერების ბარათი, რომელიც თამარს სულ თან ჰქონდა, დაკარგულია"
31/08/2020 09:11:29 სამართალი
გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ მეხსიერების ბარათი, რომელიც გარდაცვლილს სულ თან ჰქონდა, დაკარგულია.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილს ეჭვი აქვს, რომ გამომძიებელმა ეს მეხსიერების ბარათი ნახა და ამიტომ უთხრა მას, რომ მისი შვილი დიდ შარში იყო.
"მეხსიერების ბარათი დაკარგულია, რომელიც სულ თან ჰქონდა. რაც მაინტერესებდა ყველაზე მეტად - ფლეშკა აღარ არის. როგორც იმ კომპიუტერზე ფლეშკა გაქრა, იგივე გაქრა გასაღებზე. გამომძიებელმა ბაჭულაშვილმა გაშიფრა ფლეშკა და იმიტომ მითხრა, შენი შვილი ძალიან დიდ შარშია გახვეულიო", - თქვა გარდაცვლილის მამამ.
თამარ ბაჩალეიშვილის მანქანის ექსპერტიზა ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესს მამა და ოჯახის ადვოკატიც ესწრებიან. ერთ–ერთი საკითხი, რომელიც ექსპერტიზით უნდა გაირკვეს, საბუქსირე საშუალების გამოყენების შესაძლებლობაა.


