Accentnews.ge
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

31/08/2020 09:45:50 თავდაცვა, რეკლამა

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიური მზადების პროცესშია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ.​

წელს წვრთნებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი 4 ქვეყნის - აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სწავლების ოფიციალურ გახსნამდე საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ.

„სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს დაიწყება და მასში 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში",-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S