Accentnews.ge
ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

31/08/2020 09:47:15 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რაც რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივი, ისე სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს, ასევე სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ ელჩს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S