ჭიათურის მაღაროში მუშას ტრაქტორმა გადაუარა
31/08/2020 10:38:07 სამართალი
ჭიათურის მაღაროში დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ირკვევა, რომ შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც მუშას სამუშაო პროცესში ტრაქტორმა გადაუარა.
46 წლის კობა ჩაფიძე მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში რამდენიმე დღე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.


