წალენჯიხაში ტრაქტორი გადაბრუნდა – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები
01/09/2020 08:32:09 სამართალი
წალენჯიხის სოფელ საჩინოში უბედურ შემთხვას შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს მის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


