
სოფელ ბარნაბიანთკარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
01/09/2020 12:36:15 რეგიონები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 250-კომლიანი სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყალია.
გარდა ამისა, სოფელში არ არის ამბულატორია, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ მომხდარა სოფლის ინტერნეტიზაცია, მძიმე ვითარებაა საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივაც.
"წყალი არ არის, გზა არ არის, სოფელში მაღაზია არ არის", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.