
მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აქცია “გამარჯვების კარნახის” მასპინძელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
01/09/2020 14:09:07 კონფლიქტები
3 სექტემბერს რუსეთი აქციის “გამარჯვების კარნახი” ჩატარებას გეგმავს. მისი მთავარი ორგანიზატორი მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთია”.
პარტიის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ «გამარჯვების კარნახი» რუსეთის “ყველა დასახლებულ პუნქტშია დაგეგმილი, რომლის მოსახლეობა 5 000-ს აღემატება, ასევე 75 სხვა ქვეყანაში”.
საქართველო მონაწილე ქვეყნების სიაში არ შედის, განსხვავებით უკრაინისგან (აქცია კიევში, მეცნიერებისა და კულტურის რუსულ ცენტრში ჩატარდება).
ჩამონათვალში მოხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ასევე არაღიარებული დნესტრისპირეთი, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები.
«ველით, რომ ახალი ველების გახსნის ხარჯზე “გამარჯვების კარნახს” მილიონამდე ადამიანი დაწერს», – ნათქვამია მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმციაში.
მანამდე სახელმწიფო სათათბირომ მიღო კანონი მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღის 2-დან 3 სექტემბრისთვის გადატანის თაობაზე