Accentnews.ge
ჭავჭავაძეზე ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ

ჭავჭავაძეზე ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ

01/09/2020 14:04:10 სამართალი

ჭავჭავაძის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 1 ადამიანი.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

ცნობისთვის: რეაბილიტაციის შემდეგ ჭავჭავაძის გამზირი მოძრაობის ახალი წესებით რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S