Accentnews.ge
ოსური “პარლამენტის” 17-მა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

ოსური “პარლამენტის” 17-მა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

01/09/2020 16:15:31 კონფლიქტები

ოსური “პარლამენტის” 17-მა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, “პარლამენტი” მუშაობას დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ “გენერალური პროკურორის” თანამდებობიდან ურუზმაგ ჯაგაევის გათავისუფლებამდე არ განაახლებს.

დოკუმენტი “დეპუტატმა” დავით სანაკოევმა გამოაქვეყნა.

«ვთვლით, რომ ჯაგაევის გენერალური პროკურორობის პირობებში შეუძლებელია ჯაბიევის გარდაცვალების საქმის სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება, ისევე, როგორც დამნაშავეთა დასჯა», - ნათქვამია განცხადებაში.

ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოსკენ გზად გარდაიცვალა. იზოლატორში იგი დე ფაქტო შს მინისტრის მანქანაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახით მოათავსეს, თუმცა საქმეში იგი ოფიციალურად ამ დრომდე მხოლოდ მოწმედ ფიგურირებს. ჯაბიევის გარდაცვალების მიზეზად თრომბი დასახელდა, მაგრამ ოჯახი და ახლობლები იზოლატორში წამებაზე საუბრობენ და ცხედრისთვის გადაღებულ ფოტოებს იმოწმებენ, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის მრავლობით დაზიანებებზე მეტყველებს. ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ დე ფაქტო მთავრობა გადადგა. თავის მხრივ, ოსმა “დეპუტატებმა” “არდადეგები” შეწყვიტეს, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ და “გენერალური პროკურორის” გადადგომა მოითხოვეს, ნაწილმა კი – დე ფაქტო პრეზიდენტისაც.

ცხინვალში იმართება სტიქიური მიტინგები, რომლის მონაწილეები ასევე დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის გადადგომას მოითხოვენ.

იგივე მოთხოვნით ორი დღის წინ გამოვიდა დე ფაქტო ექს-პრეზიდენტი კოკოითიც, რომლის შეფასებით, “ანატოლი ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S