
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19–ით კიდევ 29 პირი დაინფიცირდა
01/09/2020 16:34:51 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 194 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 29–ს COVID-19 დაუდასტურდა,– იუწყება აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო.
ოფიციალური ცნობით, სადღეისოდ გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 29 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ცხრა პაციენტის –საშუალო სიმძიმისა.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში ახალი ტიპის ვირუსის 359 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.