Accentnews.ge
ბელიაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბელიაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

02/09/2020 08:22:04 საზოგადოება, რეკლამა

თბილისის მერია სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე წყალარინების ახალი ქსელი მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერია იუწყება, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ბელიაშვილის N69-ის (რესტორან „ოქროს კათხას“) მიმდებარე ტერიტორიამდე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S