Accentnews.ge
მეუფე იაკობი – სპეცრაზმელზე: "მომიძებნიან და მომიყვანენ...რასაც გოგო იტყვის, იმას მიიღებს"

მეუფე იაკობი – სპეცრაზმელზე: "მომიძებნიან და მომიყვანენ...რასაც გოგო იტყვის, იმას მიიღებს"

21/06/2019 22:28:13 ციტატა

"ყველას ბოდიშს ვუხდი, ვინც ე.წ. რეზინის ტყვიებისგან დაზარალდნენ. ვფიქრობ, უფრო ადვილად შეიძლებოდა დაშლა, თუნდაც წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით... რომ ვუყურებდი, შესაძლოა, კრიმინალებად მოგენათლა, მაგრამ ახალგაზრდობაში ალბათ უარეს ვიზამდით მე და ჩემი მეგობრები. მე ახალგაზრდებს არ ვამტყუნებ, არც პოლიციას, მაგრამ ვერასდროს გავიგებ, რეზინის და კაუჩუკის ტყვიები რატომ ესროლეს...ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ ქართველებს, რომელიც ზემოდან ჟინით ესროდა, თავისიანმაც აუკრა ხელი. მანიაკები ყველგან არიან. არ შეიძლება, ის ადამიანი სახელმწიფომ დაიცვას. როგორც ვიცი, ის "ნაციონალების" დროს იყო სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, შემდეგ რაღაც გადაცდომა მოუვიდა, მერე აღადგინეს. ასეთი რამ არავის უნდა შერჩეს. მომიძებნიან, მომიყვანენ და იმას მიიღებს, რასაც ის თვალდათხრილი გოგო იტყვის. შემდეგ კი მზად ვარ, პასუხი ვაგო".      

განაცხადა მეუფე იაკობმა "პირველის" ეთერში. მოგეხსენებათ, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციის დაშლისას 19 წლის სტუდენტი დაშავდა, ექიმებმა მას თვალი ვერ შეუნარჩუნეს. მოგვიანებით გავრცელდა სპეცრაზმელის ფოტო, რომელიც დამიზნებით ისროდა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S