Accentnews.ge
ბაჩალიაშვილების ადვოკატი: "ავტომობილში გაურკვეველი "ფლეშკაა" აღმოჩენილი“

ბაჩალიაშვილების ადვოკატი: "ავტომობილში გაურკვეველი "ფლეშკაა" აღმოჩენილი“

02/09/2020 09:05:19 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს, 2 სექტემბერს შეისწავლიან ნივთებს, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდას ავტომობილიდან მტკიცებულებების სახით ამოიღეს. მათ შორის საუბარია მეხსიერების ბარათზეც. საპროცესო მოქმედებას დაესწრება დაზარალებული ოჯახის ადვოკატიც:

"ავტომობილში აღმოჩენილია ჯერჯერობით გაურკვეველი "ფლეშკა", არა ის "ფლეშკა", რომელიც თამარს ჰქონდა გასაღებებზე და რომელსაც ცნობენ და ვეძებთ დღემდე. ალბათ, უფრო მუსიკალური იქნება. გარდა ამისა, ოჯახიდან წაღებულია გარკვეული ტექნიკა: WI-Fi-სთან დაკავშირებული როუტერის აპარატურა და ბევრი ისეთი ნივთი, რომელზეც ჩემი თანდასწრების გარეშე ექსპერტიზა არ ხდება,"- განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, ტყის პირას, საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. გამოძიება სსკ–ის 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

30 აგვისტოს ბაჩალიაშვილის დედამ ახალი ვერსიაა გააჟღერა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილისთვის სამი ქართველი მაღალჩინოსნის მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი, რაც ყარაბაღის კონფლიქტს და სომხეთისთვის შეიარაღების მიყიდვას უკავშირდება. დედამ აზერბაიჯანსა და თურქეთს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S