Accentnews.ge
რიჟვაძე ბათუმთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს

რიჟვაძე ბათუმთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს

02/09/2020 10:43:27 რეგიონები

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში ვითარება საყურადღებოა და აქედან გამომდინარე, რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

რიჟვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალაქში შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება; ტესტირების პროცესი კიდევ უფრო გაფართოევდება და უკვე არსებული რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგი გამკაცრდება. ეს ეხება სხვადასხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, მათ შორის კვების ობიექტებს, ღამის კლუბებს.

„მოველით თანამშრომლობას“,– განაცხადა რიჟვაძემ და კერძო სექტორს, მათ შორის ღამის კლუბებს მოუწოდა, თანამშრომლების ტესტირების კუთხით ჯანდაცვის სექტორთან კოორდინაციაში იყვნენ:

„რისკები მოიმატებს და ამიტომ, უკვე არსებული წესები [პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია] უნდა იქნას შესრულებული“.

ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ახალი ტიპის კორონავირუსის 26 შემთხვევა დადასტურდა. აქედან სამის წყარო უცნობია, ხოლო 22 საკონდისტრო „დონას“ „კლასტერს“ უკავშირდება. საკონდიტროს ხელმძღვანელების განმარტებით, ვირუსის შემთხვევები მათ ორივე ფილიალში გამოვლინდა. ამ დროისთვის საკონდიტრო დაკეტილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S