Accentnews.ge
დედა – ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ახალ ვერსიაზე: „ჩემს შვილთან საუბარი გამახსენდა“

დედა – ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ახალ ვერსიაზე: „ჩემს შვილთან საუბარი გამახსენდა“

02/09/2020 13:22:51 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოცხადდა. თამაზაშვილის თანახმად, ის დაკითხვაზე ყარაბაღის ომის იარაღით მომარაგების შესახებ განცხადების გამო დაიბარეს. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ თამაზაშვილმა პროკურატურასთან განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დროს იარაღით მომარაგების პროცესში სამი ქართველი მაღალჩინოსანი იყო ჩართული და ეს სქემა მისმა შვილმა თამარ ბაჩალიაშვილმა გაშიფრა. მან პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ, ბაქოსა და ანკარას კი თემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„გამოჩნდა „ბაჩანა ორი“ ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და ამის საფუძველზე ხდება ჩემი დაკითხვა...რასაც ვფლობ, იმას ვიტყვი. ნელ–ნელა მახსენდება ჩემი შვილიდან გამომდინარე რაღაცეები“,– განაცხადა დაკითხვაზე შესვლამდე თამაზაშვილმა.

დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ მან შვილთან დიალოგი გაიხსენა:

„ჩემს შვილთან საუბარი გამახსენდა. გაჩიანისკენ მივიოდით, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობაა...“მალე ყველა ჩვენ დაგვიპირისპირდება, ისე მიდის საქმეო“. „მალე ესენიც [საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები] დაგვიპირისპირდებიანო“. ვიკითხე, რატომ–მეთქი?, „დედა, ბევრი რამე შენ ჯერ არ იციო“.

სამი მაღალჩინოსნის შესახებ ინფორმაციის გაშიფრვის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. კერძოდ, მედიასაშუალების ცნობით, მათ გამოძიებიდან აქვთ ცნობები, რომ ბაჩალიაშვილს ხელთ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ჩაუვარდა მაკომპრომიტირებელი ინფორმაცია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, ტყის პირას, საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. გამოძიება სსკ–ის 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ყარაბაღის ომზე საუბრისას სავარაუდოდ, განცხადების ავტორს მხედველობაში აქვს სომხეთ–აზერბაიჯანს შორის საზღვარზე 17 ივლისს დაწყებული შეიარაღებული ინციდენტი, რასაც ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S