Accentnews.ge
მედია: „ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში წერია, რომ გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტებით ინტოქსიკაციაა“

მედია: „ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში წერია, რომ გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტებით ინტოქსიკაციაა“

03/09/2020 08:45:10 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ოჯახის წევრებს და ადვოკატს გადაეცა, თუმცა დასკვნა საჯარო არ არის. დასკვნის არსებობა 2 სექტემბერს ადვოკატმა დაადასტურა.

როგორც "ფორმულა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, „ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში წერია, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტებით ინტოქსიკაციაა“.

ინფორმაცია ამ ეტაპზე არც ადვოკატს და არც საგამოძიებო უწყებას დაუდასტურებია.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ჯერჯერობით სრულად არ გაცნობია.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში ეწერა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმიდან აღმოჩენილია წნევის წამლების კვალი:

"ბაჩალიაშვილის ცხედრის კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაღვლის ბუშტიდან და ნაწლავებიდან ამოიღეს ნიმუშები, სადაც სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება. ჯერჯერობით უცნობია რა დოზით აქვს თამარ ბაჩალიაშვილს ეს წამლები მიღებული"

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S