Accentnews.ge
ომბუდსმენი: „შსს დღემდე ვერ ახერხებს „პრაიდის“ ოფისზე ძალადობრივი ინციდენტების პრევენციას“

ომბუდსმენი: „შსს დღემდე ვერ ახერხებს „პრაიდის“ ოფისზე ძალადობრივი ინციდენტების პრევენციას“

03/09/2020 09:14:15 სამართალი

ომბუდსმენის განცხადებით, 2020 წლის მაისის შემდეგ "თბილისი პრაიდის" ოფისთან სისტემატური ხასიათი აქვს კანონსაწინააღმდეგო ფაქტების სერიას რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ. კერძოდ, მათი თქმით, ეს გამოიხატება "თბილისი პრადის ოფისის საღებავით დაზიანების, კვერცხების სროლის, დროშის მოპარვის ფაქტებში, ოფისის შესასვლელთან პერიოდულად იმართება შეკრებები, რომელზეც ისმის სიძულვილის ენა, პრაიდის აქტივისტების მიმართ ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა.

"ამ განგრძობით ძალადობას უარყოფითი გავლენა აქვს როგორც თბილისი პრაიდის თანამშრომლებზე, აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე, ისე, ზოგადად, ლგბტ+ თემის წევრებზე ქვიარ ადამიანებსა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სტრესის ქვეშ ამყოფებს ორგანიზაციის თანამშრომლებს, ხელს უშლის მათ მუშაობაში, აღრმავებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებულ ზიზღს, სტიგმას და ახალისებს ლგბტ+ თემის მიმართ ძალადობას.

მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი უწყება დღემდე ვერ ახერხებს ძალადობის პრევენციას და რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ინციდენტები ამ დრომდე გრძელდება, რაც ხელს უშლის ორგანიზაციის საქმიანობას", - აცხადებს სახალხო დამცელი.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ შედეგად, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S