Accentnews.ge
ბათუმში COVID–19-თან დაკავშირებული რეგულაციების მონიტორინგი მკაცრდება

ბათუმში COVID–19-თან დაკავშირებული რეგულაციების მონიტორინგი მკაცრდება

03/09/2020 09:24:55 რეგიონები

ბათუმში, სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშრუტო ტაქსებზე მონიტორინგი მკაცრდება.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დილიდან საგანგებო რეჟიმში დაიწყო.

სამსახურის მიერ უკვე შემოწმდა 80-მდე ობიექტი და 100-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მათი ინფორმაციით, მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდება.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S