
«აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის» თავკაცი «პატრიოტთა ალიანსის» ნაბიჯს «უკიდურეს ნაციონალიზმად» აფასებს
03/09/2020 10:04:12 კონფლიქტები
«აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის» ხელმძღვანელი ბესარიონ აფლია «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» მიერ ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანას «უკიდურეს ნაციონალიზმად» აფასებს.
ამასთან, კითხვაზე, კონკრეტულად სადაა ახლა ხატი, იგი აცხადებს, რომ «ვინც ჩამოიტანა, მათ უკან - საქართველოში უნდა დაებრუნებინათ»
«ჩვენ ის [ხატი] არ მიგვიღია, ჩვენ ის დავაბრუნეთ. ვინც ჩამოიტანა, მათ მიერაა დაბრუნებული. გადასცეს თუ არა – ეს მათ ჰკითხეთ. აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის არ მიიღო და არც მიიღებს, რადგან პირველი: ჩვენ ყველანი თავისუფლები ვართ ღმერთისგან - აფხაზები, ადიღები, ჩერქეზები, ქართველები, აქ კი ერთი ერის მეორეზე დომინირება მიდის. ღმერთი ყველას თავისუფალ ადამიანებად გვქმნიდა და არავის აქვს უფლება, ვინმეზე დომინირებდეს. ეს უკვე უკიდურესი ნაციონალიზმია, რომელიც შეიძლება, ფაშიზმში გადაიზარდოს. ეს ყველაფერი ცხადია და გასაგები. ბაბილონი გაკვეთილად უნდა იქცეს ყველასთვის. ჩვენ არასოდეს ვბედავთ და არ ვამცირებთ არავის. მაგრამ თითოეული ეთნოსის კულტურა – ეს მისი კულტურაა, ღმერთის მიერ ბოძებული. აქ კი ქართველები რაღაც საბჭოური, უკიდურესად ნაციონალისტური საზომებით – ღმერთი არ არსებობს, ტაძრები დანგრეულია – ამ დოქტრინის პოზიციიდან ცდილობენ, რევანშის ენით გვესაუბრონ. საქართველო საქართველოა, მაგრამ აფხაზეთი არ არის. ქართველებისგან, ქართული ეკლესიისგან ვერაფერს მივიღებთ. ისინი არ გვაღიარებენ, გესმით ეს თუ არა? როგორ შეგვიძლია რამის მიღება მათგან, ვინც არ გვაღიარებს?!» - განაცხადა აფლიამ.
იხილეთ ასევე: ხატი – როგორც იარაღი ბჟანიას და ქართულ-აფხაზური დარეგულირების წინააღმდეგ