Accentnews.ge
ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

03/09/2020 09:55:38 რეგიონები, რეკლამა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები. დასრულებულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნულ გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S