Accentnews.ge
პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს

03/09/2020 10:25:29 სამართალი

საქართველოს პროკურატურაში 3 სექტემბერს გამართულ პროფინგზე 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგებზე ისაუბრეს.

კერძოდ, „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას“,– განაცხადა პროკურორმა.

სავარაუდოდ, ამ გზით პროკურორმა უპასუხა კითხევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დამხრჩვალიყო 2–მეტრის სიღრმის წყალში ახალგაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ცურვა არ იცოდა.

ამასთან, პროკურორის თანახმად, „ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ

  • გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში;
  • გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

„აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას - ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა“,– განაცხადეს პროკურატურაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S