Accentnews.ge
"ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია - თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე"

"ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია - თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე"

22/06/2019 09:50:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სანდრო თოფურია დიდი რაოდენობით რუსი ტურისტების საქართველოდან გასვლის შესახებ საუბრებს პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.

ახალგაზრდა ელჩის თქმით, სტატისტიკური მონაცემები პროპაგანდის მაჩვენებლებზე  12-ჯერ ნაკლებია. 

"ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ერთ დღეში გავიდა 28000 ადამიანი, გაუქმდა 75000 ჯავშანი და ა.შ. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება ამას, რომ ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია - თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე. მცირე სტატისტიკა: გადავთვალოთ - დღეში რუსეთისკენ 14 რეისი დაფრინავს, ყველა 130-180 ადამიანის ტევადობის boeing/airbus ხომალდებით. დავუშვათ რომ ყველა რეისი სავსე იყო და ყველა მგზავრი რუსი იყო, საქართველოდან 1 დღეში გავიდოდა 2520 ადამიანი, რაც 12-ჯერ ნაკლებია პროპაგანდის მაჩვენებლებზე", - აცხადებს ახალგაზრდა ელჩი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S