Accentnews.ge
1 აგვისტოდან რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

1 აგვისტოდან რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

03/09/2020 13:53:14 კონფლიქტები

1 აგვისტოდან ამ დრომდე ფსოუზე რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი ორივე მიმართულებით უკვე მილიონზე მეტმა ფიზიკურმა პირმა გადაკვეთა. - იუწყება რუსეთის სამხრეთ საბაჟო ოლქის პრეს-სამსახური.

მისივე ცნობით, საბაჟო კონტროლი 200 000-ზე მეტი ერთეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ განხორციელდა და მათი რაოდენობა დღითიდღე იმატებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ე.წ. საბაჟო პუნქტზე დატვირთვა მის გამტარუნარიანობას რამდენჯერმე აღემატება: დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო საზღვარს 7 000-მდე სატანსპორტო საშუალება და 40 000-მდე ფიზიკური პირი კვეთს.

ტურინდუსტრიის ექსპერტების განცხადებით, მიმდინარე სეზონის პიკი აფხაზეთში პანდემიის გამო სექტემბრისთვის გადაიწევს.

ფსოუზე დე ფაქტო საზღვრის გახსნას ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა უკვე 384-მდეა გაზრდილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S