Accentnews.ge
"წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი მოინახულეს

"წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი მოინახულეს

03/09/2020 14:16:19 სამართალი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მათ ოკუპირებულ ცხინვალში ხვიჩა მღებრიშვილი მოინახულეს.

"დღეს ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალში ბატონი ხვიჩა მღებრიშვილი მოინახულეს და მას ოჯახისგან წითელი ჯვრის ბარათი გადასცეს", - წერია წითელი ჯვრის განცხადებაში.

ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა ორი თვის წინ დააკავეს. მას სამთვიანი უკანონო პატიმრობა განესაზღვრა.

მღებრიშვილის ოჯახი ხელისუფლებას და საზოგადოებას გვერდში დგომას სთხოვს. ოჯახი აცხადებს, რომ მათ ადვოკატიც არ ჰყავთ, რადგან მისი აყვანის უფლება არ მისცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S