Accentnews.ge
ადვოკატი: „ექსპერტიზა ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზად მედიკამენტურ ინტოქსიკაციას ასახელებს“

ადვოკატი: „ექსპერტიზა ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზად მედიკამენტურ ინტოქსიკაციას ასახელებს“

03/09/2020 17:02:47 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზად მედიკამენტებით გამოწვეული ინტოქსიკაცია სახელდება, რაც ამყარებს გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობის თაობაზე.

ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში იგივე ოთხი მედიკამენტია დასახელებული, რაც წინასწარი დასკვნის მიხედვით აღმოჩნდა თამარის სხეულში: საძილე, მაღალი წნევის და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

ოჯახს და ადვოკატს თვითმკვლელობის ვერსია სარწმუნოდ არ მიაჩნია და კვლავ ითხოვენ სატელიტური ანტენებიდან მიღებულ ჩანაწერებს იმ ადგილიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი და ავტომობილი იპოვეს.

ამასთან, მიხეილ რამიშვილი ეხმიანება გენერალური პროკურორის და სახალხო დამცველის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიურო ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარს აცხადებს და ელის იმ წერილის გასაჯაროებას პროკურატურის მხრიდან, რაც მათ ამერიკულ საგამოძიებო სამსახურს გაუგზავნეს. ანალოგიური პოზიცია აქვს ბაღალიაშვილის დედას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S