შუახევში ავარიას შსს–ს თანამშრომლები ემსხვერპლნენ
03/09/2020 19:38:54 სამართალი
შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. გარდაცვლილია კიდევ ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
"აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხვევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი – დაშავდა.
დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება",– აცხადებენ შსს–ში.
სამინისტრო დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.


