
"2006 წლის ემბარგოს მერე 15%-იან ვარდნას ელოდნენ, რეალურად კი რეკორდული ზრდა გვქონდა"
22/06/2019 12:11:19 ციტატა
"მხოლოდ მშრალი სტატისტიკა:
2006 წელს როდესაც ჩვენმა “ჩრდილოელმა ძმამ” სრული ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო გამოგვიცხადა, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და მასზე მთლიანი ვაჭრობის თითქმის ნახევარი მოდიოდა.
ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები 2006/07 წლებში ეკონომიკის 15%-იან ვარდნას და რთულ ეკონომიკურ კრიზისს გვიწინასწარმეტყველებდნენ.
რეალურად კი 2006 წელს 9,4%, ხოლო 2007 წელს 12,6% რეკორდული ზრდა გვქონდა.
ჰოდა, თუ მოვინდომებთ, ყველაფერი შეგვიძლია"
წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის: რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.