მედია: აზერბაიჯანის 123 მოქალაქე საქართველოდან სამშობლოში დააბრუნეს

04-09-2020 13:17:10 კავკასია

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 4 სექტემბერს აზერბაიჯანის 123 მოქალაქე საქართველოდან სამშობლოში დააბრუნეს.

როგორც „აზერნიუსი“ წერს, 3 სექტემბერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ზე ტესტი მარნეულის კლინიკაში გაუკეთეს და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ისინი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ავტობუსებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადაიყვანეს.

„აზერბაიჯანში ჩასული მოქალაქეები კარანტინს არ გაივლიან, თუმცა ორი კვირით თვითიზოლაცია მოუწევთ“, – წერს „აზერნიუსი“.

მათივე ცნობით, საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ სამშობლოში აზერბაიჯანის 2 000 მოქალაქე დააბრუნეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები