Accentnews.ge
ოსური ოპოზიცია: “მიტინგის აუდიტორია რუსეთში იმყოფება და არ არის გამორიცხული, ქალაქში პროვოკაციები განხორციელდეს”

ოსური ოპოზიცია: “მიტინგის აუდიტორია რუსეთში იმყოფება და არ არის გამორიცხული, ქალაქში პროვოკაციები განხორციელდეს”

04/09/2020 11:50:58 კონფლიქტები

ანატოლი ბიბილოვმა “და მთელმა მისმა “ხელისუფლებამ სამუდამოდ დაკარგეს სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურობა, რაც თავადაც მშვენივრად იციან” – თვლის ოსი ოპოზიციონერი “დეპუტატი” დავით სანაკოევი.

ასე გამოეხმაურა იგი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დღეისათვის ცხინვალში დაგეგმილ აქციას, რომელიც მოქმედი “ხელისუფლების” მიერ “პრეზიდენტ” ბიბილოვის მხარდასაჭერადაა ორგანიზებული.

«ხელისუფლება სამსახურიდან გაგდების მუქარით აიძულებს საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებს ამ აქციაზე გასვლას. სწორედ ამ გზით სურთ ბიბილოვსა და მის გუნდს, აიძულონ მოქალაქეებს იმ პოლიტიკის მხარდაჭერა, რომლის შედეგად შსს-ს თანამშრომლებმა ოსი ახალგაზრდა მოკლეს. ნათელია, რომ სამხრეთ ოსეთის არც ერთი მაცხოვრებელი ნებით არ მივა ამ სამარცხვინო ღონისძიებაზე. ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლები სახლებშიც კი ურეკავენ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თურმე, მათი “ვალი აქვთ”, რაკი კორპუსების სახურავები შეუცვალეს და აწი ჰპირდებოდნენ შეცვლას საპრეზიდენტო ფონდის თანხებით” – წერს სანაკოევი სოციალურ ქსელში.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, “მიტინგის აუდიტორია რუსეთში იმყოფება და არ არის გამორიცხული, ქალაქში პროვოკაციები მოხდეს”.

«ისინი ცდილობენ, აჩვენონ ჩვენს რუს მეგობრებს რაღაც “მხარდაჭერის” სურათი, ვინაიდან პრეზიდენტი და მთელი ამჟამინდელი ხელისუფლება არა უბრალოდაა დისკრედიტირებული, არამედ სარეპუტაციო ზიანი მიაყენა რუსეთსაც, რომელიც მუდმივად მხარს უჭერდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას” – წერს ოპოზიციონერი “დეპუტატი”.

იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, «არც ერთ შემთხვევაში არ განახორციელონ არავითარი უკანონო ქმედებები, სიფრთხილე გამოიჩინეთ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რადგან პრეზიდენტი და მისი გუნდი სწორედ ამას ელოან».

დღესვე დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა “პარლამენტს” ინალ ჯაბიევის რეზონანსული საქმის “გამჭვირვალე და ყოველმხრივი გამოძიებისთვის” კომისიის ჩამოყალიბება შესთავაზა. “პარლამენტის” სპიკერმა ალან თადთაევმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭია და განაცხადა, რომ «ხალხის რჩეულები შეძლებენ გამოძიების ეფექტურ კონტროლს”.

28 წლის ინალ ჯაბიევი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოსკენ გზად გარდაიცვალა. იზოლატორში იგი დე ფაქტო შს მინისტრის მანქანაზე ამასწინანდელი თავდასხმის საქმესთან დაკავშირებული იყო მოთავსებული, მაგრამ მხოლოდ მოწმის სტატუსით. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თრომბი დასახელდა. თუმცა ოჯახის წევრები და ნათესავები იზოლატორში ჯაბიევის ცემასა და წამებაზე მიუთითებენ. ამაზე მეტყველებს სოცქსელში გავრცელებული ფოტოებიც, რომლებიც ცხედარზე სხვადასხვა სიმძიმის მრავლობით დაზიანებებს ასახავს.

ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ დე ფაქტო მთავრობა გადადგა. თავის მხრივ, “დეპუტატები” საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ და “გენერალური პროკურორის” გადადგომაც მოითხოვეს, მათმა ნაწილმა კი – “პრეზიდენტისაც”. ანალოგიური მოთხოვნებით ცხინვალში ბოლო დღეებში სტიქიური მიტინგები იმართება.“ანატოლი ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა” - განაცხადა ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა, მოქმედს გადადგომისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ უახლოეს ხანებში სამშობლოში დაბრუნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S