Accentnews.ge
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

04/09/2020 11:35:25 რეგიონები, რეკლამა

სურსათის ეროვნული სააგენტო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მავნებელი მწერის - „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა, პირველ ეტაპზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებს ნინიგორის და ბაისუბნის თემში შემავალი სოფლების ტერიტორიას, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია.

მავნებლის გამოჩენისთანავე, სააგენტოს მცენართა დაცვის სპეციალისტებმა ჩაატარეს მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით უკვე დაიგეგმა ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, „მდელოს ფარვანა“ მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა პერიოდულად, გამრავლების და რიცხოვნობის მკვეთრი გაზრდა ახასიათებს, რაზეც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

იგი პოლიფაგი მწერია , რომელიც იკვებება და აზიანებს სხვადასხვა სახის მცენარეს და სასოფლო -სამეურნეო კულტურას, განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S