Accentnews.ge
სამუშია ამბობს, რომ „ლელოს“ წევრი ცემეს: „წარმოუდგენელი რამ დაიწყო!“

სამუშია ამბობს, რომ „ლელოს“ წევრი ცემეს: „წარმოუდგენელი რამ დაიწყო!“

04/09/2020 12:18:56 სამართალი

„ლელოს“ წევრი ლევან სამუშია აცხადებს, რომ პარტიის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის წევრი ცემეს.

პოლიტიკოსის ხელთ არსებული წინასწარი ცნობებით, ძალადობა პარტიულ აქტივობას უკავშირდება, თუმცა დეტაებს არკვევს.

„წარმოუდგენელი რამ დაიწყო – პირდაპირ ცემა!“,– განაცხადა სამუშიამ.

განახლება

"ადამიანია ნაცემი, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი - წიხლი ჩააზილეს. აგერ არიან ახლა პატრულის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები... როგორც მეუბნება დაზარალებული, არიან მოწმეებიც. ყველამ იცოდეს, ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა...", - აცხადებს სამუშია.

თავად დაზარალებული, ლელოს ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი კი ამბობს, რომ თავდასხმის მიზეზი ლელოში ყოფნაა.

"რას დაყვებიო ამ ხაზარაძესო, მითხრეს. ნაცები იყვნენ და ნაცების გვერდით დგახარო...",- აცხადებს დაზარალებული.

როგორც შსს-დან აცნობეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S