Accentnews.ge
ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა

ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა

04/09/2020 12:25:13 სამართალი

ცოტა ხნის წინ თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების ხმა იყო. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება დახურულ სივრცეში, კაფე – "დეჟავიუში" მოხდა და არის ვარაუდი, რომ შემთხვევა ჟანგბადის ბალონს უკავშირდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილია ერთი პირი– ახალგაზრდა კაცი, ხოლო ორი დაშავებული.

"ვიცი, რომ ცენტრში დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ და დაახლოებით, 20:00 საათისთვის უნდა მიეღოთ სტუმრები. გვითხრეს, რომ ცენტრის მენეჯერი მძიმე მდგომარეობაშია და გადაიყვანეს კლინიკაში, კიდევ დაშავდა რამდენიმე პირი",– აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები, პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

განახლება

ერთი პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი. ერთი დაშავებული ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ორ დაშავებულს, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S