
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 40 ახალი შემთხვევაა
04/09/2020 15:09:02 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიციფრების 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოპერატიული შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება სულ 182 პირს ჩაუტარდა და 40 მათგანს ვირუსი დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდ-ცენტრში 40 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია, 10 – საშუალო სიმძიმის.
სულ ეპიდემიის დაწყების დროიდან აფხაზეთში აღრიცხულ ინფიცირებულთა რაოდენობა 466-მდეა გაზრდილი. მათგან გამოჯანმრთელებულია 154 პაციენტი.