Accentnews.ge
6-8 სექტემბერს ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

6-8 სექტემბერს ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

05/09/2020 10:02:25 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 06, 07 და 08 სექტემბერს „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილდებას უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება.

კერძოდ, ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც სენაკიდან-თბილისის (ვაზიანი) მიმართულებით მოძრაობა 06 და 08 სექტემბერს, 04:00 სთდან 12 სთ-ის განმავლობაში განხორციელდება დაბალი სიჩქარით, ხოლო 07 სექტემბერს 04:00 სთ-დან დაახლოებით 5 სთ-ის განმავლობაში. კანონის შესაბამისად, კოლონაში სხვა ავტოტრანსპორტის შესვლა აკრძალულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S